პერსონაჟები

ჯენი ჯენი →

უცხოელი (ამერიკელი) სტუდენტი გოგონა, რომელიც გაცვლითი პროგრამით იმყოფება საქართველოში.

სალი ← სალი

ჯენის მეგობარი ქართველი სტუდენტი, პუტკუნა, განათლებული, მაგრამ ოდნავ მორცხვი და კომპლექსიანი.

ელე ელე →

ლამაზი სტუდენტი გოგონა, რომელიც ვერ ეგუება უცხოელის სახით კონკურენტის გამოჩენას და საკუთარი თავის მიმართ ინტერესის მუდმივ გაღვივებასა და პოპულარულობაზე ზრუნავს. სწავლობს კარგად, მაგრამ “ზუბრიაჩკაა”.

ლიკა ← ლიკა

ელეს მეგობარი, მოდელი, კარგი გარეგნობის გოგონა, მაგრამ ზედმეტად სულელი, ელეს განუყრელი მეგობარი და მუდამ მისი გავლენის ქვეშ მყოფი, ძალიან ხშირად ლიკა თავისი უნებური სისულელით ელეს უხერხულ სიტუაციებში აგდებს.

ნანი ნანი →

სალის და ჯენის მეგობარი სტუდენტი გოგონა, გარეგნობით – საშუალო, ობიექტური და სამართლიანობის მომხრე. ხშირად მოდის ელესთან წინააღმდეგობაში.

ზუკა ← ზუკა

სიმპატიური და მდიდარი ოჯახის შვილი. ყავს კარგი მანქანა და ბევრი მეგობარი. მხიარული და სულელია. მოსწონს ელეს. ეს გაზულუქებულია მშობლების მიერ და უყურადღებო, ცოტა უხეში ტიპია, ვერასოდეს ვერ ზომავს ხუმრობის საზღვრებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდება მისი მორალური კათარზისი.

კოკა ნათელაშვილი

ხუთოსანი ბიჭი, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე. ტიპიური აქტივისტი, ზედმეტად მოწესრიგებულ-ინიციატივიანი, ცოტა გულის გამაწვრილებელი ტიპაჟი. პლასტმასის ბიჭი, რექტორის ყურმოჭრილი მონა.

ვასიკო ადეიშვილი ← ვასიკო ადეიშვილი

იგივე პიროვნული ღირსებებით აღვსილი,თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე, კოკას უშუალო კონკურენტი, რომელიც ცდილობს რეაბილიტირებას. ასევე რექტორის ყურმოჭრილი მონა.

რატი ნამორაძე რატი ნამორაძე →

მოპანკო გრძელთმიანი, მელომანი, უყვარს ველოსიპედი, როლიკები, სკეიტბორდი, პარაპლანი და ზოგადად ექსტრემალური სპორტი. სულ იმტვრევა, ეცემა, სულ რაღაც აქვს შეხვეული და სულ ყვება უცნაურ ისტორიებს, სად იყო და რა შეემთხვა, ყველას “ეღადავება”

WWW ← WWW

ნამდვილი სახელი არავინ არ იცის, კომპიუტერის მანიაკი, ლაპარაკობს სულ კომპის ტერმინოლოგიით, მოყვარული ჰაკერია. ვევევე არის რატის განუყრელი მეგობარი და ასევე ყველას “ეღადავება”

დათუნა დათუნა →

მოწესრიგებული, მორცხვი, წერს სიმღერებს და ლექსებსაც, ზედმეტად რომანტიული სასაცილო ტიპი და ხშირად ვარდება უხერხულ სიტუაციებში, დათუნას მოწონს ელე.

ბატონი გოგი ← ბატონი გოგი

ლექტორი, ახალგაზრდა, ლიბერალური ღირებულებების მატარებელი საინტერესო ტიპი. სტუდენტებს უყვართ. აქვს ზომიერი იუმორის გრძნობა.

ქალბატონი ნარგიზა ქალბატონი ნარგიზა →

ლექტორი ქალი, ძველმოდური კონსერვატორი ტიპაჟი, ზედმეტად მკაცრი და არაადეკვატური. ცერ იტანს ახალგაზრდებს, უყვარს ფული და არის გასათხოვარი.

ზაზა ლაღიძე ← ზაზა ლაღიძე

ჯენის მასპინძელი ოჯახის უფროსი, მამა. პროფესიით ფეხბურთის მწვრთნელი, ტრადიციული ქართველი, რომელიც ცდილობს ევროპელობასაც, მაგრამ უჭირს. (ძალიან)

ნანა სულაქველიძე ნანა სულაქველიძე →

ზაზას მეუღლე, საკუთარ გარეგნობაზე აქტიურად მზრუნველი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი. მუსიკის მასწავლებელია. უყვარს ჭორაობა ცნობილ ადამიანებზე.

ნუცა ლაღიძე ← ნუცა ლაღიძე

ოჯახის უმცროსი ქალიშვილი. სკაიპისა და ესემესების მოყვარული თინეიჯერი. უყვარს ჯგუფი “ტოკიო ჰოტელ”. აქვს მუდმივად პანკურ-ექსცენტრული ვარცხნილობები, რასაც მშობლები ძალიან განიცდიან. აქვს შავი იუმორი, ძალიან შავი.

ლევან ლაღიძე ლევან ლაღიძე →

ოჯახის სულ უმცროსი ვაჟი, 12 წლის ნიჭიერი და ძააალიან ცელქი ბავშვი, დადის ფეხბურთზე, არის ყენიას და შალკეს ფანი, მუდმივად თამაშობს “სონი ფლეისთეიშენის” ფეხბურთს და სულ შია.

შოთა ლაღიძე

ზაზა ლაღიძის მამა, ტიპიური ქართველი მოხუცი, აქვს ოდნავ მყრალი იუმორი, სმენასთან პრობლემები და მუდმივად ხდება ნუცა ლაღიძის შავი იუმორის მსხვერპლი.